კომპანია "მაზდამ" იაპონური ბაზრისთვის განახლებული 5-კარიანი ჰეჩბეკი Demio წარმოადგინა, რომელიც სხვა ქვეყნებში "Mazda 2"-ის სახელით იყიდება. ძირითადი სიახლე 13-SkyActiv-ის სახელით გამოშვებული მოდიფიკაციაა, რომელიც SkyActiv-ის აგრეგატების ხაზიდან აღებული ძრავათია აღჭურვილი.
"სქაიაქტივის" ოჯახის წარმომადგენელი 1,3-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ბენზინის ძრავა, რომლითაც Mazda 2 დაკომპლექტდება, გაზის მართვის ფაზების ცვლილებისა და "სტარტ-სტოპის" სისტემებითაა აღჭურვილი. ძრავის სიმძლავრე 84 ცხძ-ა. აგრეგატი ვარიატორთან ერთად მუშაობს. ასეთი ძრავის მქონე ავტომობილი, მწარმოებლის მონაცემებით 100 კმ-ის დასაფარავად 3,33 ლიტრს წვავს. გარდა ამისა, კომპანია "მაზდამ" შეიმუშავა სისტემა სახელით i-DM, რომელიც - საჭის მოძრაობას, გაზისა და მუხრუჭის სატერფულებზე დაჭერას, აგრეთვე ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს.
ამ მონაცემების შესაბამისად, ელექტრომოწყობილობას ხელსაწყოთა დისპლეიზე ავტომფლობელის, როგორც მძღოლის თვისებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვს. ეს სამი დონით შეფასდება - Stage 1-დან Stage-3-მდე. "სისტემა ყოველი გასვლისთვის ქულებს წარმოადგენს და მძღოლის თვისებების ერთ-ერთ დონეს შეუსაბამებს. ამ დონის ცვლილების მიხედვით კი ავტომობილის მფლობელი მიხვდება, თუ რამდენად გაუმჯობესდა მისი თვისებები", - ნათქვამია "მაზდას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, განახლებულ "მაზდას" გაუზარდეს ძარას სიმტკიცე, გადაუწყვეს ამორტიზატორები; სალონში მცირედ შეიცვალა ხელსაწყოთა პანელი და დაუმონტაჟდა ახალი სავარძლები. იაპონიაში ასეთ ავტომობილზე შეკვეთების მიღება ორიოდე დღის წინ დაიწყო. მანქანის ფასი საბაზო კომპლექტაციით დაახლოებით 1 მილიონ 149 ათასი იენია (დაახლოებით 14,4 ათასი დოლარი).
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)