საბავშვო პლანშეტი LeapPad- ი გამოუშვეს

საბავშვო პლანშეტი LeapPad- ი გამოუშვეს

სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია LeapFrog-მა საბავშვო პლანშეტი LeapPad-ი გამოუშვა. მოწყობილობა 4-დან 9 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

საბავშვო პლანშეტს 5 დუიმიანი სენსორული ეკრანი აქვს. ეკრანის გარჩევადობა 480-272 პიქსელია. პლანშეტს 400 მეგაჰერცის სიხშირის პროცესორი გააჩნია. LeapPad-ს აქვს აქსელერომეტრი, მიკროფონი და კამერა ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის.

პლანშეტზე შესაძლებელია სასწავლო თამაშებისა და პროგრამების ჩაშვება. მას Wi-Fi-ს მოდელი არ აქვს, ამიტომ ინტერნეტში შესასვლელად აუცილებელია მოწყობილობის კომპიუტერთან შეერთება.

აშშ-ში საბავშვო პლანშეტი 15 აგვისტოდან გაიყიდება. ის 99.99 დოლარი ეღირება.

ადრე, კომპანია LeapFrog-მა საბავშვო ნოუთბუქი გამოუშვა.

მომზადებულია leapfrog.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)