ლანჩხუთში A ტიპის ჰეპატიტით 20 ადამიანის დაავადება, სავარაუდოდ, ჭის წყლით მოხდა

ლანჩხუთში A ტიპის ჰეპატიტით 20 ადამიანის დაავადება, სავარაუდოდ, ჭის წყლით მოხდა

ლანჩხუთში A ტიპის ჰეპატიტით 20 ადამიანის დაავადება, სავარაუდოდ, ჭის წყლით მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერმა ვლადიმერ ჩხაიძემ განუცხადა, A ტიპის ჰეპატიტი დაავადების მსუბუქი ფორმაა და აღნიშნული ინფექციით დაავადებული პაციენტები მკურნალობის კურსს სტაციონარში გადიან და ზოგიერთ მათგანს უკვე მკურნალობა აღარ ესაჭიროება.

ვლადიმერ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტების დაავადება შესაძლოა, საკვებით ან წყლით მომხდარიყო, თუმცა რეალობასთან უფრო ახლოსაა, რომ მოქალაქეების A ტიპის ჰეპატიტით დაავადება ჭის წყლით მოხდა.

"ჩვენ გამოვითვალეთ ამ ინფექციის ინკუბაციის პერიოდი და ის დაემთხვა რეგიონში უხვტენიანობის პერიოდს. ლანჩხუთში 2 წყალმომარაგების სისტემაა, რომელიც 24 საათიან კონტროლშია და იქლორება. ასევე, არსებობს კერძო წყალმომარაგება ეზოებში ჭების სახით, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონროლებთ და სავარაუდოდ, ეს პაციენტებიც ჭის წყლით დასნებოვდნენ", - განაცხადა რაიონის საზოგადოებროვი ჯანდაცვის წარმოამადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, ეპიდსიტუაცია ლანჩხუთში კონტროლირებადია. A ტიპის ჰეპატიტით მასობრივი დასნებოვნების პირველი შემთხვევა რაიონში მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოვლინდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"