გლდანის ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, გია აბდალაძემ ეკა ბესელიას აცილება მისცა

გლდანის ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, გია აბდალაძემ ეკა ბესელიას აცილება მისცა

გლდანის ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ ადვოკატ ეკა ბესელიას აცილება მისცა.

ამის შესახებ ბესელიას გლდანის ციხის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბესელიამ განუცხადა, მას ციხის თანამშრომლების არ სჯერა, რადგან შესაბამისი დოკუმენტი არ უჩვენებიათ რომელიც აბდალაძის ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებდა. ბესელია აბდალაძესთან შეხვედრას და აცილებაზე გადაწყვეტილების მოსმენას უშუალოდ მისგან ითხოვს. ბესელია ამ წუთებში მისი საადვოკატო ბიუროს იურისტთან, ლადო მაჭარაშვილთან ერთად გლდანის ციხესთან საშვის დაშვებას ელოდება.

ბესელიას თქმით, თავად აბდალაძის სურვილი იყო დღეს შეხვედრა შემდგარიყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა