რუსეთის მტრების ჩამონათვალის სამეულში საქართველო მოხვდა

რუსეთის მტრების ჩამონათვალის სამეულში საქართველო მოხვდა

რუსების მტრების ჩამონათვალის სამეულში საქართველო მოხვდა. ივლისში ”საზოგადოებრივი აზრის” ფონდმა კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, გამოკითხული რუსების მეოთხედზე მეტი (26%) რუსეთის მთავარ საფრთხედ აშშ-ს მიიჩნევს. რუსეთის საგარეო საფრთხეში მეორე ადგილზე ჩინეთია 13%-ით. ამ სიაში კი 5%-ით მესამე ადგილი საქართველოს უჭირავს.

2000 წელს ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში, რუსეთისთვის საფრთხის შემცველი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურებოდა: აშშ, ავღანეთი და ჩინეთი.

წლევანდელ გამოკითხვაში, რუსეთის მტერი ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილზე იაპონიაა (3%), ხოლო მეხუთე ადგილი ბელორუსმა დაიკავა (2%).

ამასთან, 2000 წელს რუსები ბელორუსს მტერი ქვეყნების სიაში არ ასახელებდნენ. ამავდროულად, მათი რიცხვი, ვინც ჩეჩნეთს რუსეთის საგარეო საფრთხედ მიიჩნევდა, შემცირდა.

სპეციალისტთა კითხვაზე, არსებობს თუ არა ქვეყნები, რომლებიც რუსეთისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ, რესპონდენტების თითქმის ნახევარმა (47%) დადებითად უპასუხა, 31%-მა რუსეთს მტრები ვერ მოუძებნა, ხოლო 22%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

გამოკითხვა 9-10 ივლისს რუსეთის ფედერაციის 43 სუბიექტის 100 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა