ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია დასრულდა

ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია დასრულდა

რიყეზე მდებარე ახალ პარკში "ექვსიანში" შემავალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების საპროტესტო, ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი კვლავ აპირებენ, რომ განაგრძონ პროტესტის გამოხატვა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. აქციის ერთ-ერთი მონაწილის "საქართველოს გზის" ხელმძღვანელის მამუკა ბალიაშვილის განცხადებით, საზოგადოების და ჟურნალისტების პროტესტმა ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი კუთხეში მიაყენა; ისინი ეძებენ გამოსავალს ფოტორეპორტიორების საქმიდან.

ბალიაშვილის თქმით, ისინი მიესალმებიან ჟურნალისტების პროტესტს და აღნიშნავს, რომ "ოპოზიციურ ექვსიანში" შემავალი პოლიტიკური პარტიები, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ჟურნალისტების და ფოტორეპორტიორების დასაცავად არიან განწყობილი.

მისივე განცხადებით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და აღნიშნული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ, ვინაიდან ხელისუფლებამ ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა და ეს საქმე ხელისუფლებას არ უნდა შეარჩინონ.

ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქციაზე გაშალეს ტრანსფარანტები წარწერით – "აქ ფოტოს გადაღება საშიშია", "ნუ გადაიღებთ, დაგიჭერენ" და გამოსახული იყო წითლად გადახაზული ფოტოაპარატი.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ამით გამოხატავენ თავის აზრს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საშიშია თავისუფლად ფოტოების გადაღება და თავისუფალი აზრის გამოხატვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა