ალექსანდრე ებრალიძე ლეიბორისტებს 200 მლნ დოლარს სთავაზობს

ალექსანდრე ებრალიძე ლეიბორისტებს 200 მლნ დოლარს სთავაზობს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას 200 მილიონი დოლარით დაფინანსებას ჰპირდება. ამის შესახებ ღია წერილი ებრალიძემ ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

მიმართვა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილსა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახა ძაგანიას სახელზეა დაწერილი. წერილი 6 პუნქტად არის დაყოფილი.

როგორც ალექსანდრე ებრალიძე განმარტავს, ნაჩუქარი 200 მილიონი დოლარი ლეიბორისტებს შეუძლიათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოიყენონ, სამაგიეროდ კრემლის პოლიტელიტასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ლეიბორისტებთან "ერთი სათხოვარი აქვს".

"მოახდინეთ პრეზიდენტ სააკაშვილზე ზეწოლა, რათა მან საქართველოს მოქალაქეობა დამიბრუნოს", - ნათქვამია ებრალიძის განცხადებაში.

ბიზნესმენის ამ შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიზეზი ლეიბორისტების ალექსანდრე ებრალიძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებია. პარტიის ლიდერთა განცხადებით, ებრალიძე, ისევე როგორც რუსეთში მოღვაწე მიხეილ ხუბუტია და ბადრი მელაძე, კრემლთან კავშირის გამო ქართული ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევიან. 

ებრალიძე ლეიბორისტების მიერ სხვადასხვა დროს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საკუთარი პერსონის რეკლამად აფასებს, რისთვისაც პარტიის ლიდერებს მადლობას უხდის. ამ ბრალდებების პასუხად კი თავის მიმართვაში რამდენიმე განმარტებას აკეთებს.

”პირადად არ ვიცნობ ვლადიმერ პუტინს; ჩემს ბიზნესპარტნიორებს შორის არც რუსეთის და არც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არასოდეს ყოფილან; ჩემი ფინანსები გადატრიალებებში და სხვა ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში არასოდეს დამიხარჯავს; ჩემი დამოკიდებულება კი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საჯაროდ არაერთხელ გამომიხატავს - რაც უფრო სწრაფად ჩამოშორდება ხელისუფლებას, ქვეყნისთვის უკეთესია. ოღონდ ეს დემოკრატიული გზით, არჩევნებით უნდა მოხდეს”, - აცხადებს ებრალიძე ღია წერილში.

მომზადებულია dp.ru-ს მიხედვით. 

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა