გელა ნიკოლაიშვილი - ნათია გედენიძეს გირაოს თანხა დაუბრუნდება

გელა ნიკოლაიშვილი - ნათია გედენიძეს გირაოს თანხა დაუბრუნდება

ფოტორეპორტიორ ნათია გედენიძეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი 10 000 ლარი დაუბრუნდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურისტმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ვინაიდან საპროცესო შეთანხმება თანხის გარეშე მოხდა და ნათია გედენიძეს არანაირი ჯარიმა არ დაეკისრა, გირაოს უზრუნველყოფისთვის შეტანილი თანხა უკან უნდა დაბრუნდეს.

ნათია გედენიძეს აღმკვეთ ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, საგარეო უწყებისა და "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ და პრეზიდენტის პირადმა ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ 4-4 წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღეს. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა შეეფარდა სააგენტო EPA-ას ფოტოკორესპონდეტ ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე კი პირობით სასჯელს 1,6 წლის განმავლობაში მოიხდის.

ფოტორეპორტიორები სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს. საპროცესო გარიგება თანხის გარეშე შედგა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ