საქართველოში ID ბარათების გაცემა იწყება

საქართველოში ID ბარათების გაცემა იწყება

ბათუმის იუსტიციის სახლში ახალი თაობის პირადობის მოწმობის ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ID ბარათების პრეზენტაციასთან დაკავშირებით, ბათუმის იუსტიციის სახლთან დღეს, 20.00 საათზე, მომღერალ ნინო ქათამაძის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. შესრულდება ცნობილი ჰიტები და კომპოზიციები ახალი ალბომიდან. მოეწყობა ფილმის, სახელწოდებით "მომავლის საქართველოს" პრეზენტაცია, რომელიც ID ბარათის ფუნქციებს და მომავალში მისი გამოყენების პერსპექტივებს ასახავს. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მთავრობის წერები და ასევე ბათუმში მყოფი უცხოელი სტუმრები. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.

პირველ ეტაპზე ბარათების მიღების მსურველთა განაცხადებს ბათუმში, თბილისსა და რუსთავში იბარებენ, ხოლო სექტემბრიდან ბარათების გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"