თამთა ლიპარტელიანი ქუთაისში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

თამთა ლიპარტელიანი ქუთაისში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

ნორვეგიაში დაღუპული თამთა ლიპარტელიანი ქუთაისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საგანგებოდ საქართველოში ჩამოსული ნორვეგიელი დიპლომატებიც დაესწრნენ.

თამთა ლიპარტელიანი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული. როგორც მეუფე კალისტრატემ განაცხადა, თამთა ლიპარტელიანი მათი ტაძრის მრევლი იყო.

”ქუთაისი და სრულიად საქართველო დიდ მწუხარებაშია. ამ ეკლესიის ორი სულიერი შვილი იყო ნორვეგიაში. ერთს ბოროტმა ძალამ სიცოცხლე შეუჩერა. ოჯახს ერთადერთი შვილი ჰყავდა", -განაცხადა მეუფე კალისტრატემ.

ნათია ჩხეტიანის განცხადებით, რომელიც თამთა ლიპარტელიანთან ერთად კუნძულ უტოიაზე იმყოფებოდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალში თამთა ლიპარტელიანის სულის უკვდავსაყოფად რაიმე ღირებული შექმნას.

”თამთასნაირი ადამიანები იშვიათად ან საერთოდ არ იბადებიან. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი თამთასთან ერთად ვცხოვრობდი და ჩემი მეგობარი იყო. მე ახლა უფრო მეტად მინდა სიცოცხლე, რათა ყველაფერი გავაკეთო თამთასთვის, რომ მისი სახელი ისტორიას დარჩეს. მინდა თამთას მშობლებისთვის გავაკეთო ყველაფერი”, - ანაცხადა ნათია ჩხეტიანმა.

თამთა ლიპარტელიანი საქართველოში 4 აგვისტოს ჩამოასვენეს. იგი ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"