"დემოკრატიული მოძრაობა" იულია ტიმოშენკოს დაკავების გამო შეშფოთებულია

"დემოკრატიული მოძრაობა" იულია ტიმოშენკოს დაკავების გამო შეშფოთებულია

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის ექს პრემიერის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ისინი, რა თქმა უნდა, ვერ იმსჯელებენ ბრალდების დეტალების თაობაზე, თუმცა სასამართლოს უპატივცემულობის საბაბით ამ რანგის პოლიტიკოსის დაკავება აშკარად სცილდება სამართლებრივი აუცილებლობის ფარგლებს და ნათლად გამოხატულ პოლიტიკურ ელფერს იძენს.

"იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლება ადექვატურად იმოქმედებს, უზრუნველჰყოფს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, სასამართლო პროცესის დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და პატიოსან მიმდინარეობას და არ გამოიყენებს პოლიტიკური ბრძოლის არადემოკრატიულ მეთოდებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა