სად უპირებენ გადატანას ერეკლე მეორეს და რას დარაჯობენ კახელები

სად უპირებენ გადატანას ერეკლე მეორეს და რას დარაჯობენ კახელები

მოკლედ, კვირის ბოლოს დასვენება მეც გადავწყვიტე და ორი დღით მეგობართან თელავში გავემგზავრე. კახელებს საყვარელი "რეიტინგის" ჟურნალისტის სტუმრობა ძალიან გაუხარდათ და სათითაოდ მოვიდნენ ჩემ სანახავად, რომ ახალი ამბავი თბილისამდე ჩამომეტანა.

საქმე ისაა, რომ თურმე პრეზიდენტს თელავის წყენინება გადაუწყვეტია. მიშა სააკაშვილს თელაველები არ მოვწონვართ და ჩვენი ერეკლე მეორის ძეგლის გადატანას სიღნაღში აპირებსო. ამაზე კახელები ხუმრობდნენ, ყოველ ღამე თოფებით გავათევთ და ერეკლეს არავის დავუთმობთო. ჩუმად მითხრეს, პირველად ეს ამბავი რომ გავრცელდა, ერთი თელაველი ნამდვილად ღამეს უთენებდა, მერე მოჰბეზრდა და თავი დაანებაო. იმედია, ერეკლე თელაველებს დარჩება და აღშფოთებული კახელები იძულებული არ შეიქნებიან, თანაქალაქელი მეფის სანახავად სიღნაღში იარონ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"