ქარელის რაიონის მკვიდრი ნოდარ არხოშაშვილი, შესაძლოა, გინესის რეკორდსმენი გახდა.
არხოშაშვილმა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე პოეზიისა და პროზის ნიმუშები დღეს წაღმა-უკუღმა წაიკითხა.
63 წლის რეკორდსმენის თქმით, სიტყვებისა და წინადადებების უკუღმა წაკითხვისა და ამგვარადვე საუბრის ნიჭი მეოთხე კლასში სწავლის დროს აღმოაჩინა. თბილისში ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს კი, გინესის მსოფლიო რეკორდების დამაფიქსირებელი სპორტულ კლუბ "რეკორდის" წარმომადგენელი გაიცნო, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ სპეციალური კომისიის წინაშე დაემყარებინა რეკორდი.
კლუბის წარმომადგენლის ლევან ნადიბაიძის თქმით, ფენომენალური ნიჭი ნოდარ არხოშაშვილის შვილიშვილსაც აქვს.
"ჩვენ ამ მონაცემებს, ჩანაწერს ლონდონში, გინესის რეკორდების ცენტრალურ ოფისში გადავაგზავნით და დაველოდებით მათ პასუხს. შესაძლოა, ქართველი რეკორდსმენი დაპატიჟონ ლონდონში ან თავად ჩამოვიდნენ და ნახონ, თუ რა შეუძლია არხოშაშვილს", - განაცხადა ლევან ნადიბაიძემ.