დღეს დიდგორობა აღინიშნება

დღეს დიდგორობა აღინიშნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეს დიდგორობას აღნიშნავენ.

დიდგორის ბრძოლიდან 890 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დიდგორის ველზე დილის 10:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიების მთავარი ნაწილი თეატრალიზებული წარმოდგენა იქნება. დიდგორის ველზე დიდგორის ბრძოლის ამსახველ სცენებს მსახიობები გააცოცხლებენ. ინსცენირების რეჟისორია რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა.

დილიდან დიდგორის ველზე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პავილიონები გაიხსნება, სადაც ხალხური რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. თითოეული მუნიციპალიტეტის პავილიონთან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების გამოსვლებიც მოეწყობა. ასევე დიდგორობაზე ჩასულ სტუმრებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც მიეცემათ. იქვე გაიმართება ტრადიციული დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში. თეატრალიზებული წარმოდგენის შემდეგ, ქართული შოუბიზნესის ვარსკლავების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება. ძირითადი ღონისძიებები დიდგორში დღის 12:00 საათზე დაიწყება.

დიდგორობის ორგანიზატორი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია. დღეს დიდგორში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სტუმრებსაც ელოდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"