მახაჩყალაში განადგურებულ მეამბოხეთა ლიდერს აბდულა მაგომედალიევს ტერორისტულ საქმიანობაში ხელს საქართველოს სპეცსამსახურები უწყობდნენ, - ამის შესახებ "ინტერფაქსი" რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.
"მაგომედალიევი თავისი საზღვარგარეთელი ემისარების მეშვეობით ეკონტაქტებოდა საქართველოს სპეცსამსახურებს, რომლებიც მას ტერორისტულ საქმიანობაში ხელს უწყობდა", - აღნიშნულია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
მაგომედალიევი და მისი 5 თანამებრძოლი მახაჩყალაში, კონტრტერორისტული ოპერაციისას 10-11 აგვისტოს გაანადგურეს.