რობერტ სტურუა: "მოკლედ, გამათავისუფლეს, თავისუფალი ვარ, "სვაბოდაზე"!

რობერტ სტურუა: "მოკლედ, გამათავისუფლეს, თავისუფალი ვარ, "სვაბოდაზე"!

რეჟისორი რობერტ სტურუა თავისუფალია, უკვე არა მარტო შემოქმედებითად... რეჟისორი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სტურუამ "ფეისბუქის" საშუალებით ძალიან მოკლე შეტყობინებით გაავრცელა - "მომხსნეს" - მხოლოდ ამის ამოკითხვა შეიძლებოდა გუშინ მის გვერდზე.

დღეს მის თაყვანისმცემლებს რობერტ სტურუას გვერდზე ახალი შეტყობინება დახვდათ.

"არ გეგონოთ რომ ასე ვარ, როგორც ამ სურათზე მხედავთ, ეს რეპეტიციაა... მე კი ვფიქრობ, მძინავს, ხილს ვჭამ (მგონი ზედმეტიც მომივიდა), მოკლედ გამათავისუფლეს, თავისუფალი ვარ, "სვაბოდაზე"! THE FREEDOM -ეს ქართველი ამერიკელებისთვის... ერთადერთი, რაც მიღრღნის ტვინს: როგორ გადავზიდო ამდენი წიგნი სახლში!?"

ეს რობერტ სტურუას პირველი კომენტარია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. რეჟისორმა რომ თანამდებობა დაკარგა, მისი ბოლოდროინდელი თამამი განცხადებების ფონზე არავის გაჰკვირვებია. სიუჟეტის ასეთი განვითარება მოსალოდნელიც იყო. ფინალიც ჯერჯერობით შორსაა - საზოგადოება საყვარელი რეჟისორის თეატრში დაბრუნებას ითხოვს.

"ფეისბუქზე" უკვე შეიქმნა გვერდი "დაუბრუნეთ თეატრს სტურუა", რომელშიც 500-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. ეს ადამიანები 19 აგვისტოს აქციას გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"