თათული დოლიძე - რობერტ სტურუა არ არის რიგითი, ჩვეულებრივი პიროვნება, ის მოვლენაა თეატრალურ სამყაროში

თათული დოლიძე - რობერტ სტურუა არ არის რიგითი, ჩვეულებრივი პიროვნება, ის მოვლენაა თეატრალურ სამყაროში

რუსთაველის თეატრის მსახიობი თათული დოლიძე გაოგნებულია კულტურის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რუბერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

როგორც მსახიობმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რობერტ სტურუა არ არის რიგითი, ჩვეულებრივი პიროვნება, ის მოვლენაა თეატრალურ სამყაროში და მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია არა მარტო თეატრის სფეროს წარმომადგენელებისთვის, არამედ - საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობა უკავია მას თეატრში, მთავარია, სტურუა იყოს რეჟისორი და დადგას სპექტაკლები, ხოლო თუკი ამის საშუალება არ მიეცამა, უმისობა სერიოზულად დააკლდება ქართველ ხალხს და საქართველოს.

"როგორც რობერტ სუტურუა წერილში წერს, ის არსად წასვლას არ აპირებს და სპექტაკლების დადგმას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მას სიხარულით მიიღებენ ყველა ქვეყანაში, სადაც არ უნდა წავიდეს", - აღნიშნა თათული დოლიძემ.

როგორც მსახიობმა განმარტა, საქართველოში ვერ მოღვაწეობს რეჟისორი თემურ ჩხეიძეც და ამის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რეჟისურაში ძალიან დიდი წყვეტა მოხდეს, რომლიც აღდგენასაც ხანგრძლივი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებას ხელს აწერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა.

ამასთან, როგორც რობერტ სტურუას მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ბრძანების ასლშია აღნიშნული, გათავისუფლება მოხდა "სახელმწიფო თეატრების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის, მე-7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად.

ეს მონაცემები კი, კანონში ასეა ფორმულირებული - "სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით (საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი).

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"