თურქეთის მთავრობა მართლმადიდებლებსა და იუდეველებს ქონებას უბრუნებს

თურქეთის მთავრობა მართლმადიდებლებსა და იუდეველებს ქონებას უბრუნებს

თურქეთის მთავრობა ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მართლმადიდებლებსა და იუდეველებს ჩამორთმეულ უძრავ ქონებას უბრუნებს.

საუბარია შენობა-ნაგებობებზე, რომელიც თურქეთის მთავრობამ ბერძნებს, სომხებსა და იუდეველებს 1936 წელს ჩამოართვა. მათ შორის იყო ეკლესია-მონასტრები, სკოლები და სასაფლაო. უკვე გაყიდული შენობების სანაცვლოდ რელიგიური უმცირესობები მთავრობისგან ფულად კომპენსაციებს მიიღებენ.

თურქეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტაიპ ერდოგანმა გამოაცხადა, რომელსაც თურქეთის ოპოზიცია აპროტესტებს.

რელიგიური უმცირესობებისთვის ქონების კონფისკაცია თურქეთში 1936 წელს დაიწყო. ყველა არამუსულმანური გაერთიანება ვალდებული იყო ქონება აღენუსხა, 1974 წელს კი მათ ახალი საკუთრების შეძენა აუკრძალეს. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროკავშირის ზეწოლის შედეგია. თურქეთი, რომელიც 2005 წლიდან ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ცდილობს, ვალდებულია გააუქმოს ყველა კანონი, რომელიც არამუსულმანურ მოსახლეობას ზღუდავს.

თურქეთში რელიგიური უმცირესობები მოსახლეობის 1%-ს შეადგენენ. თურქეთის 74 მლნ მოქალაქიდან - 120 ათასი ქრისტიანი და 25 ათასი იუდეველია.

მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"