მეცნიერები ახალი ნივთიერების საშუალებით ინტერნეტის სიჩქარეს ასჯერ გაზრდიან.
ამისათვის ახალ მასალას - გრაფენს გამოიყენებენ, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატებმა, ადრე გეიმმა და კონსტანტინე ნოვოსელოვმა აღმოაჩინეს.
გრაფენი ორგანზომილებიანი კრისტალია, ეს არის ნახშირბადის ფირი, რომლის სისქეც 1 ატომია. მისი უნიკალური თვისებები ნანოელექტონიკის მომავალს ძირეულად შეცვლის. გრაფენის აღმოჩენისთვის გეიმი და ნოვისელოვი მანჩესტერის უნივერსიტეტში მუშაობდნენ და ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღეს.
ელექტრონების მაღალი სიჩქარე და მობილობა გრაფენს მონაცემთა გაცვლის ქსელის შესაქმნელად ძალზე ეფექტურს ხდის. ის ასჯერ უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე დღევანდელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი.
მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ გრაფენი ახალი თაობის ტექნიკას დაუდებს სათავეს.
"ბევრი წამყვანი ელექტრონული ფირმა დაინტერესდა გრაფენით და წარმოებაში მის გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავს", - აცხადებს კონსტანტინე ნოვისელოვი.
მომზადებულია nature.com-ის მიხედვით