რუსთაველის გამზირზე რობერტ სტურუას მხარდამჭერი თეატრალიზებული აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე რობერტ სტურუას მხარდამჭერი თეატრალიზებული აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე რობერტ სტურუას მხარდამჭერი თეატრალიზებული აქცია დასრულდა. აქცია თეატრის მსახიობებმა დაასრულეს სიტყვებით, რომლითაც სრულდება "კავკასიური ცარცის წრე" და შეკრებილმა საზოგადოებამ, თეატრის დასის წევრებთან ერთად, ერთხმად შესძახა სიტყვები: "სიკეთე, სიკეთე, სიკეთე ვთესოთ".

რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგა. დასის წარმომადგენლები თეატრში დაბრუნდნენ. აქციის მონაწილეები კი ხელს აწერენ რუსთაველის თეატრის დასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მსახიობები მიიჩნევენ, რომ რობერტ სტურუა ისევ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთაველის თეატრის მსახიობმა თათული დოლიძემ განუცხადა, მათ არ სურთ რობერტ სტურუას მხარდამჭერმა აქციებმა განსხვავებული ხასიათი შეიძინოს. "დღევანდელი პერფორმანსიც იმის წარმოჩენას ისახავდა მიზნად, რომ ჩვენი აქცია ორგანიზებულია თეატრის მსახიობების მიერ და ის მთლიანად თეატრალიზებულია", - აღნიშნა თათული დოლიძემ.

რუსთაველის თეატრის წინ მოწყობილია პერფორმანსი, რომელიც ასახავს სიტუაციას, თუ როგორ დგამს სპექტაკლს რობერტ სტურუა. მანეკენს, რომელიც რობერტ სტურუას წააგავს, აცვია მაისური, რომლის წინა მხარეს გამოსახულია რეჟისორის ფოტო, წარწერით "მომხსნეს", ხოლო უკანა მხარეს კულტურის მინისტრის 9 აგვისტოს ბრძანება, რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. რუსთაველის თეატრის მსახიობები დღევანდელ თეატრალიზებულ აქციაზე ასეთივე მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"