"როცა სასურველი და ლამაზი ხარ, შეუძლებელი არაფერია!"

"როცა სასურველი და ლამაზი ხარ, შეუძლებელი არაფერია!"

"ქრისტიან-დემოკრატების" წევრს, მომხიბვლელ ახალგაზრდა დეპუტატ თამთა დემურიშვილს, უმთავრესად კლასიკური სტილის სამოსი აცვია. თამთა თავისი ჩაცმულობისა და გარეგნობის წყალობით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

- ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უმეტესად კლასიკური სტილის სამოსს ვიცვამ, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის უბრალო აუცილებლობა; მოწაფეობისა და სტუდენტობის პერიოდშიც ეს სტილი მქონდა არჩეული. მიმაჩნია, რომ ჩემს გარეგნობას ეს სტილი უფრო უსვამს ხაზს და მეც კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა კლასიკურად მაცვია.

- მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით თავისუფლად დადიხართ?

- ფეხსაცმელი ჩაცმულობის განსაკუთრებული დეტალია. დაბალქუსლიანი სულ 2-3 წყვილი მაქვს, ისიც იმიტომ, რომ საჭიროა. დანარჩენი ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე კი 10-15 სმ-ია.

- სამოსის მწარმოებელ რომელ ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას?

- "შანელი" უკვდავი და უცვლელია, მით უფრო, მათთვის, ვინც კლასიკურად იცვამს და სურს, ,,შანელის ქალს" ჰგავდეს, რომელიც, ჩემი აზრით, გრაციოზულიც არის და საქმიანიც. მიყვარს აგრეთვე Moschino-ს და ESCADA-ს სამოსი. ვფიქრობ, ქალს უნდა ჰქონდეს ცნობილი დიზაინერების ნახელავი, თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას აძლევს, მაგრამ თუ არ აქვს, არც ეს მიმაჩნია ტრაგედიად.

- თქვენს გარდერობში რომელი ბრენდის სამოსი ჭარბობს?

- როგორც აღვნიშნე, ჩემთვის "შანელი" შეუცვლელია, მაგრამ უცნობი მარკის ნაწარმიც ბევრი მაქვს.

- მოგწონთ საყიდლებზე მაღაზიებში სიარული?

- რა თქმა უნდა. ეს ყველა ქალისთვის სასიამოვნო პროცესია, უბრალოდ, მე არასოდეს ვეძებ - ზუსტად ვიცი, სად რა შევიძინო.

- როგორ ჩანთებს ატარებთ?

- ჩანთებსა და აქსესუარებს სამოსის მიხედვით ვარჩევ და ფეხსაცმელს ვუხამებ, უმთავრესად - ლუი ვიტონისა და ბულგარის ჩანთებს.

- ქართველი დიზაინერების ნაწარმი თუ მოგწონს?

- რა თქმა უნდა, მომწონს და ყურადღებით ვადევნებ თვალს ქართულ მოდას, სადაც აშკარა პროგრესი შეიმჩნევა. 2011 წელი ამ მხრივ განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. მომწონს ზენკა და მარი და ვთანამშრომლობ კიდეც მათთან. თიკო მაღალაშვილი და თამრიკო ნადირაძე (Mari Gold Georgia) ჩემი მეგობრები არიან. მათი შექმნილი სამოსიც ძალიან მომწონს. მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია თამუნა ინგოროყვასა და მაია მიქაშავიძის ნამუშევრებზე.

- ვინ მიგაჩნიათ საქართველოში ყველაზე გემოვნებიან ადამიანად?

- ვფიქრობ, ადამიანმა უნდა ჩაიცვას ის, რაც უხდება და არა ის, რაც მოდურია. შესაბამისად, გემოვნებიან ადამიანად ის მიმაჩნია, ვინც მოდის ტენდენციებსაც უწყობს ფეხს და საკუთარ სტილსაც არ ღალატობს.

- წლეულს სად შეიძინეთ ახალი სამოსი?

- ვერსად წასვლა ვერ მოვახერხე, თუმცა არსებობს ადამიანი, რომლის გემოვნებასაც ვენდობი და როცა მე ვერ ვახერხებ სამოსის შესაძენად წასვლას, მას ვანდობ ამ საქმეს.

- სამკაულები და აქსესუარები თუ გიყვართ?

- მიყვარს, ოღონდ არა ბიჟუტერია. მხოლოდ მაია მიქაშავიძის ნაწარმი მომწონს და მაქვს კიდეც. საყურეს უმთავრესად მარგალიტისას ვატარებ.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებთ?

- მსუბუქს, თუ საღამოს წვეულებაზე არ მომიხდა წასვლა.

- მისდევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს?

- ვცდილობ. დილაობით კუს ტბაზე 4-5 კილომეტრს გავდივარ, სიგარეტს არ ვეწევი, ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო და კვირაში ერთხელ დიეტა დავიცვა.

- სალონს ხშირად სტუმრობთ?

- ქალს ხშირად უწევს სილამაზის სალონში სიარული, მუდამ მიმზიდველი და სასურველი რომ იყოს. არც მე ვარ გამონაკლისი.

- თუ გაგვიმხელთ, რა ოდენობის თანხა გეხარჯებათ თავის მოვლაში?

- იმდენი, რამდენის საშუალებასაც ჩემი ბიუჯეტი მაძლევს.

- დასასრულ, რას ურჩევთ ქართველ მანდილოსნებს?

- ნუ დაიზარებენ თავის მოვლას. დიასახლისებმაც კი, პირველ რიგში, თავი მოიწესრიგონ და შემდგომ მიხედონ ბავშვებსა და მეუღლეს. როცა სასურველი და ლამაზი ხარ, შეუძლებელი არაფერია!

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"