სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შევიდა. ტერმინი "განრიდება" - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პიროვნების გათავისუფლებას გულისხმობს, ე.ი. იმას, რომ ადამიანს ბრალდებულის სტატუსით სასამართლოში სიარული არ მოუწევს, პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა არ ექნება.
ალტერნატიული სასჯელით, მოზარდების შემდეგ უკვე სრულწლოვნებიც სარგებლობენ - ისინი, ვინც მსუბუქ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები.
რატომ გახდა ამ პროგრამის ამოქმედება საჭირო და რა შედეგი გამოიღო არასრულწლოვნებში - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური მოგვითხრობს:
- განრიდების პროგრამა ერთ-ერთია და არა ერთადერთი, რასაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. არასრულწლოვანს, რომელმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინა, შანსს ვაძლევთ. მასთან სოციალური მუშაკი მუშაობს, დანაშაულის მიზეზს იკვლევს, არკვევს - რა გარემოში უწევს ცხოვრება, ვინ არიან მისი მეგობრები, ოჯახი, რათა ეფექტიანი დახმარება აღმოვუჩინოთ. განრიდების პროგრამაში დაზარალებულის ჩაბმაც მნიშვნელოვანია.
- დაზარალებული რა ფორმით ებმება?
- ეკითხებიან, უნდა თუ არა პროგრამაში მონაწილეობა. ამ გზას თუ აირჩევს, სასამართლოში მისვლა არ მოუწევს. უფრო ეფექტიანი გზაა ზიანის ანაზღაურებისთვის. თან, არასრულწლოვანს დაეხმარება იმაში, რომ წესიერი ადამიანი გახდეს.
- განრიდება კონკრეტულად რომელ მუხლებზე ვრცელდება?
- ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში არ გავრცელდეს მცდარი შეხედულება, თითქოს განრიდება კონკრეტულად რომელიმე სახეობის დანაშაულს ეხება. 5 წლამდე სასჯელს ეხება, მაგრამ შერჩევა დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით ხდება. ყველა შემთხვევაში პროკურორი განრიდებას არ გამოიყენებს.
- მაშინ რა კრიტერიუმით აირჩევენ პირებს?
- არის ჩამონათვალი, რომელსაც პროკურორი ითვალისწინებს. პირველ რიგში, დანაშაული ნაკლებად მძიმე უნდა იყოს და ის საპილოტე ქალაქებიდან ერთ-ერთში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და სამტრედია) უნდა იყოს ჩადენილი. ფაქტობრივი საცხოვრებელიც პირს იქ უნდა ჰქონდეს.
მსჯავრდადებული ასევე მზად უნდა იყოს, დანაშაული აღიაროს და დაზარალებულს ბოდიში მოუხადოს, მისი ოჯახი კი თანახმა უნდა იყოს, მიყენებული ზიანი აანაზღაუროს. მაგრამ ეს არ გულისხმობს ზიანის მატერიალურ და თან სრულ ანაზღაურებას. არაერთი შემთხვევა იყო, როცა არასრულწლოვანმა ალტერნატიული გზით აანაზღაურა ზიანი.
ბიჭმა ავტობუსის მინა ჩაამსხვრია. მან იკისრა ვალდებულება, რომ იმ კომპანიას, რომელსაც ზარალი მიაყენა, ავტობუსების გაწმენდაში დაეხმარებოდა. ბავშვებს ფული არა აქვთ, რეალურად, ამ თანხის გადახდა მშობლებს უწევთ. მნიშვნელოვანია, იმ ქმედებით, რისი განხორციელებაც შეუძლია, თვითონ ბავშვმა აანაზღაუროს ზიანი.
- არასრულწლოვნები ამ წინადადებას ალბათ სიხარულით ხვდებიან, არა?
- პირველად შიშს განიცდიან, მაგრამ როცა ხედავენ, რომ მათზე ზრუნავენ, შიში უქრებათ. იციან, ციხეში არ წავლენ და თავისუფლად შეუძლიათ თქვან სიმართლე. აუცილებელია დაზარალებულთან პირდაპირი ურთიერთობაც.
- ერთმანეთთან ურთიერთობას ადვილად ამყარებენ?
- ორივეს უჭირს. ძალიან ხშირად, დაზარალებულს არ სურს კონტაქტი. გვქონია შემთხვევა, დაზარალებულმა კატეგორიული უარი თქვა. ასეთი ფრაზაც უთქვამს, - არ მაინტერესებს; ეს ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ფეხებით დაკიდეთ და პასუხი აგოსო. ასეთ დაზარალებულთან მუშაობაა საჭირო.
წერილობით ბოდიშის მოხდა არ არის აუცილებელი, ფორმა შეიძლება, დამნაშავემ თავად მოიფიქროს. ბავშვებთან სიფრთხილეა საჭირო. თუ პროკურორი პროგრამაში დამნაშავის ჩაბმას გადაწყვეტს, ამის შემდეგ მშობელს უხსნის პროგრამის დადებით მხარეს და მერე მიდის დაზარალებულთან.
იყო შემთხვვევა, როცა დაზარალებულმა არასრულწლოვნის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. საქმე ქურდობას ეხებოდა. სოციალურმა მუშაკმა აუხსნა, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ლექსებს წერსო, მაგრამ დაზარალებულისთვის ეს წარმოუდგენელი იყო. ცოტა ხანში შესთავაზა, - ხომ არ წაიკითხავთ მის ლექსებსო? წაკითხვის შემდეგ დამნაშავესთან შეხვედრა ითხოვა. საკმაოდ ემოციური იყო ეს პროცესი.
ბოლოს იკითხა, ხომ შეიძლება, ამ ბავშვთან მერეც ვიმეგობროო?.. ბუნებრივია, ყველას ასეთი შედეგი არა აქვს, მაგრამ პროგრამა წარმატებულია და 6 თვის მანძილზე არც ერთი განმეორებითი დანაშაული არ მომხდარა. არასრულწლოვნები მოვალეობებს ასრულებენ.
- რა მოვალეობები აქვთ?
- თუ დაზარალებული არ გვყავს ან არ უნდა ზიანის ანაზღაურება, პირი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს მაინც აკეთებს. იყო შემთხვევა, დაზარალებულს პრეტენზია არ ჰქონდა. ბრალდებული პროფესიონალი მოცეკვავე აღმოჩნდა და ახლა ერთ-ერთი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ცეკვას ასწავლის.
- თუ დაზარალებული კატეგორიულ უარზეა, მაინც გაქვთ უფლება, დამნაშავე ამ პროგრამაში ჩართოთ?
- მაშინ დაზარალებულს შეუძლია, სასამართლოში სამოქალაქო წესით იდაოს. პროკურორს კი შეუძლია, არასრულწლოვანი განარიდოს და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა დააკისროს. არასრულწლოვნის რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციაზეც ვზრუნავთ. გვინდა მიიღონ ცოდნა, უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარებათ გახდნენ კანონმორჩილი ადამიანები.
თუ არასრულწლოვანი ბევრ დროს ატარებს ქუჩაში, შეიძლება, ის ფეხბურთის კლუბში გაწევრდეს. სერვისების რაოდენობა ბევრი არ არის, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემას აპირებს იმ მოთხოვნით, რომ უფრო მეტი სერვისი შეიქმნას.
- ასეთი საქმეები სასამართლომდე არ მიდის?
- სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხდება.
- განრიდების ვადები კანონით განსაზღვრულია?
- ეს არის სამოქალაქო ხელშეკრულება და როგორც კი მას ხელს მოაწერენ, პირის მიმართ სამართლებრივი დევნა წყდება. ეს შეიძლება იყოს ერთი თვე ან მაქსიმუმ წელიწადი. სამოქალაქო ხელშეკრულება ყველა ხელმომწერს აქვს, მათ შორის - პროკურორს: თუ პირი მეორედ ჩაიდენს დანაშაულს, აღარ განარიდებენ. ხელშეკრულების შესრულების შემდეგ ადამიანს აქვს საშუალება, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება.
- კიდევ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს ხომ ვერ გაიხსენებთ?
- არასრულწლოვანმა "თელასის" მავთულები გადაჭრა. მან ვალდებულება იკისრა, ავტოპარკში ემუშავა; თან ხელობა შეისწავლა. გვყავს არასრულწლოვანი, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში მოხუცებს ლიტერატურას უკითხავს. გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციაზე მიმაგრებული ბიჭი, რომელიც წიგნებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ელექტრონულ ვერსიას ამზადებს; ბუნებრივია, ამ წიგნებს თვითონაც კითხულობს.
ანალიტიკური დეპარტამენტის დახმარებით, გვინდა, ამ მიმართულებით დავასაქმოთ აქ მოხვედრილი არასრულწლოვნები და შეიქმნება ელექტრონული წიგნები. იყო შემთხვევა, როცა ბიჭმა ბაზრობაზე კედები მოიპარა. იგი დაზარალებულს დილა-საღამოს ბაზრობაზე ჩანთების მიტანაში ეხმარება.
იყო შემთხვევა, როცა მხარემ მატერიალური ანაზღაურება მოითხოვა.
მშობლებმა აუნაზღაურეს, მაგრამ არასრულწლოვანს საზოგადოებისთვის სასარგებლო ვალდებულება მაინც დაეკისრა.
- ეს პროგრამა მხოლოდ რამდენიმე ქალაქში ხორციელდება, სხვები კი ციხეში მიდიან...
- დისკრიმინაცია რომ არ მოხდეს, რამდენიმე კვირაში ახალი პროგრამა დაიწყება - განრიდება საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობით, რომელიც მთელ საქართველოში გავრცელდება. ასევე გვაქვს "ჩვენი უფროსი მეგობრის პროგრამა": პროკურორები ხვდებიან, ესაუბრებიან ბავშვებს. მალე დაიწყება პროგრამა - "არჩევანი შენზეა": შევეცდებით, წარმატებული ახალგაზრდები დავუბრუნოთ თავიანთ სკოლებს.
როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, განრიდების პროგრამა უკვე სრულწლოვნებზეც ხორციელდება. რითი განსხვავდება იგი არასრულწლოვანთა პროგრამისგან, ამის გარკვევა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსთან, ოთარ კახიძესთან საუბრისას ვცადე.
- ბატონო ოთარ, ამ მეთოდის სრულწლოვნებზე გამოყენება რატომ გადაწყვიტეთ?
- დანაშაულის სტატისტიკა და კვლევები ადასტურებს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში. კრიმინოგენური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. მკაცრი ზომები მისაღები იყო და ამან შედეგი გამოიღო.
ამ წარმატების შემდეგ ლიბერალიზაციის პოლიტიკა დაიწყო და რამდენიმე ღონისძიება გატარდა: პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, სასჯელის სრული შეკრებითობის პრინციპის გადახედვა და ნაწილობრივ შეკრების პრინციპზე გადასვლა, დისკრეციული დევნის მექანიზმის შემოტანა: ყველა დამნაშავის მიმართ ავტომატურად, სისხლისსამართლებრივი დევნა აღარ ხორციელდება და პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, დევნა განაგრძოს თუ შეწყვიტოს.
ზოგადად, განრიდება არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. როცა დანაშაულის ჩამდენი ნებაყოფლობით ვალდებულებას კისრულობს, სახელმწიფოს მეტი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს მის მიმართ ალტერნატიული ნორმა. პროკურორი აფასებს, რამდენად არის პრიორიტეტული პირის მიმართ დევნის განხორციელება.
შეიძლება იყოს მცირე მნიშვნელობის დანაშაული, მაგრამ იმდენად ფართოდ გავრცელებული, რომ აუცილებელი იყოს უფრო მკაცრი ზომის გატარება. თუ დანაშაული განხორციელდა იძულებით გადაადგილებული პირის, არასრულწლოვნის ან ინვალიდის მიმართ, მაშინ დამნაშავეს განრიდება არ შეეხება: ამ კატეგორიის ადამიანთა მიმართ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებულ რეაგირებას ითხოვს.
- რას გულისხმობს განრიდება სრულწლოვანთა შემთხვევაში?
- დანაშაულის ჩამდენი პირი თანახმა უნდა იყოს, შეასრულოს გარკვეული პირობები. ეს პირობები ჩამოთვლილია კანონში: მიყენებული ზიანის ანაზღაურება, დანაშაულის შედეგად მოპოვებული ქონების დაბრუნება სახელმწიფოსთვის ან კანონიერი მესაკუთრისთვის, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, მატერიალური გადასახადი განრიდებისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ - ასეთია განრიდების პირობების სპექტრი.
- ანუ დამნაშავეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს?
- ეს არ არის ჯარიმა. ჯარიმა - სისხლისსამართლებრივი სანქციაა, რომელსაც პირს სავალდებული წესით აკისრებს სასამართლო. განრიდების თანხას კი პირი ნებაყოფლობით იხდის პროკურორის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საფუძველზე. ამ სისტემის ფუნქციონირება სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაწეული ხარჯების დაფარვა განრიდების პროგრამაში მოხვედრილ პირს უწევს - ეს არის პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმა... ვმუშაობთ, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს სახეობები დავნერგოთ. თუ ვთქვათ, ექიმმა ჩაიდინა დანაშაული, შეიძლება, მას დაევალოს ბავშვთა სახლში ბავშვების გასინჯვა, თუ სპორტსმენმა - უფასოდ ავარჯიშოს ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და ა.შ.
ეს ჰოლანდიური მოდელია, ხოლო ჩვენი მოდელი იმით განსხვავდება, რომ გათვალისწინებულია დაზარალებულთან კონსულტაციაც. პროკურატურისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დაზარალებული კმაყოფილი იყოს და სასამართლოში სამოქალაქო წესით დავა არ დასჭირდეს.
- მიყენებული ზარალის განსაზღვრას ვინ ახდენს?
- ტარდება სპეციალური აუდიტი - ექსპერტები აფასებენ მიყენებულ ზარალს; ასე განისაზღვრება, სისხლის სამართლის რომელი მუხლი უნდა წარედგინოს პირს. განრიდების სუბიექტი არ უნდა იმყოფებოდეს პატიმრობაში, მასზე არ უნდა იყოს გამოყენებული სასჯელის სხვა ფორმები, როგორიცაა გირაო და ა.შ.
პროკურორმა სასამართლო სხდომამდე უნდა გადაწყვიტოს, შესთავაზებს თუ არა პირს განრიდებას. განრიდებული პირი დამნაშავედ არ ითვლება. ეს შეგვიმცირებს ნასამართლევი და პრობაციაში მყოფი პირების რაოდენობას. განრიდება ეხება არაძალადობრივ, ნაკლებად მძიმე დანაშაულის სახეობებს.
- საზოგადოებაში ეჭვობენ, რომ პროკურორებისთვის ამ უფლების მინიჭება კორუფციის წყაროდ იქცევა.
- არსებობს მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც მოცემულია ჩამონათვალი ბოროტმოქმედებებისა, რომლებზეც არ შეიძლება გავრცელდეს განრიდება; კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდება ის კრიტერიუმებიც, რომლითაც პროკურორმა უნდა იხელმძღვანელოს.
ეს სწორედ იმისთვის ხდება, რომ თავიდან იქნას აცილებული თვითნებურად კანონის გამოყენება. სისტემა ისე კარგად არის აწყობილი, რომ შემიძლია დავამშვიდო სკეპტიკოსები - ამის საშიშროება არ არსებობს.
თეა ხურცილავა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)