"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ტელეკომპანია "იმედის" გენერალურ დირექტორს, გიორგი არველაძეს ღია სატელევიზო დებატებში იწვევს.
"მივმართავ სააკაშვილს და არველაძეს, თუ კაცობა გყოფნით, იმ ბრალდებებზე, რომელიც გაჟღერდა, გიწვევთ "იმედის" ეთერში სადებატოდ", - განაცხადა ალასანიამ.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა "იმედის" ეთერში რამდენჯერმე გაუშვეს მოდელირებული და მაკომპრომატირებელი სიუჟეტი მის წინააღმდეგ.
"თუკი მათ შერჩენიათ თავმოყვარეობა, მე ვეუბნები, რომ იმ საკითხებზე, რაც ”მოდელირებულ ქრონიკაში” არაერთხელ გაუშვეს, რეალურ დისკუსიებს ვთავაზობ და მზად ვარ, ყველა შეკითხვაზე პასუხი გავცე საზოგადოებას და მათ ბრალდებებს", - განაცხადა "თავისუფლი დემოკრატების" ლიდერმა.
"იმედის" ეთერში გუშინ გასული სიუჟეტის თანახმად, ირაკლი ალასანიას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს, რომელთანაც ბოლო პერიოდში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ლონდონში შეხვედრა გამართა.