Windows-ის უახლესი ვერსია 8 წამში იტვირთება

Windows-ის უახლესი ვერსია 8 წამში იტვირთება

Windows 8-ის უახლესი ვერსია ტესტირებისთვის უახლოეს თვეებში გამოვა. კომპანია Microsoft-ში ირწმუნებიან, რომ ეს საუკეთესო პროგრამული პლატფორმა იქნება.

Microsoft-მა განაცხადა, რომ ოპერაციული სისტემა Windows 8-ის ჩატვირთვის დრო Windows 7-ის ჩატვირთვის დროსთან შედარებით 30-70% არის შემცირებული. MSDN-ის ბლოგზე გავრცელებულ საჩვენებელ ვიდერგოლში კომპიუტერს ჩასატვირთად 8 წამი სჭირდება.

ამჟამად ჩვეულებრივი გამორთვის გარდა, ოპერაციული სისიტემა Windows 7 მომხმარებელს ლოდინისა და ძილის რეჟიმებს სთავაზობს. გამორთვის დროს ოპერატიული მეხსიერება ბოლომდე არ ითიშება. ეს თავიდან ამუშავების ყველაზე სწრაფი გზაა, მაგრამ როდესაც ოპერაციული სისტემა მოლოდინის რეჟიმშია, კომპიუტერი ენერგიას მოიხმარს.

ძილის რეჟიმში მოწყობილობა გამორთულია და ენერგია არ სჭირდება, თუმცა ამ რეჟიმში გადასვლამდე ოპერაციული სისტემა მყარ დისკზე იწერს ოპერატიული მეხსიერების შიგთავსს. ამ პროცედურას ისევე, როგორც კომპიუტერის ხელახალ ჩატვირთვას, დრო სჭირდება.

Windows 8-ში Microsoft-ის ინჟინერებმა ძილის რეჟიმი გამოიყენეს, თუმცა იმ მონაცემთა მოცულობა შეამცირეს, რაც ამ რეჟიმზე გადასვლის დროს მყარ დისკზე იწერება. მომხმარებელს აღარ ექნება მუშაობის იმ ადგილიდან გაგრძელების შესაძლებლობა, სადაც ის გაჩერდება (ყველა პროგრამა დაიხურება), თუმცა ჩატვირთვის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა იმუშავებს არა მხოლოდ კლავიატურის მქონე მოწყობილობებზე, არამედ პოპულარულ პლანშეტურ კომპიუტერებზეც, რომლებშიც х86-სისტემების ნაცვლად, ARM არქიტექტურის პროცესორები მონტაჟდება.

მომზადებულია MSDN-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)