ქარხანა "ჰერკულესიდან" დათხოვნილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს

ქარხანა "ჰერკულესიდან" დათხოვნილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესიდან" დათხოვნილმა თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება. ამ დროისთვის 100-მდე მეტალურგი ქარხნის შესასვლელშია შეკრებილი, რომლებიც საწარმოდან დათხოვნილ 17 თანამშრომელს სოლიდარობას უცხადებენ.

"ინტერპრესნიუსი" შეეცადა, დაკავშირებოდა ქარხნის ხელმძღვანელობას, თუმცა როგორც ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომან ლებანიძემ განაცხადა, ჟურნალისტი რომ დაუშვან საწარმოს ტერიტორიაზე ან მიიღოს რაიმე კომენტარი, სამი დღით ადრე უნდა გააფრთხილოს ქარხნის ადმინისტრაცია.

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა "ჰერკულესში" 100-მდე მუშამ გაფიცვა გამოაცხადა. როგორც ქუთაისიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ისინი დილის 08.00 საათიდან ქარხნის შესასვლელთან არიან შეკრებილი და საწარმოს სხვა მუშებსაც გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ამ მოწოდებას კი, ქარხნის ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და გაფიცულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

გაფიცულთა მოთხოვნებია: შრომითი უფლებების დაცვისა და პროფკავშირში გაწევრიანების გამო შეწყდეს ქარხნის თანამშრომლების გათავისუფლება; სამსახურში აღადგინონ უკანონოდ დათხოვნილი 17 თანამშრომელი; პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, აღიარონ მშრომელთა პროფკავშირი და შრომის პირობების გაუმჯობესების თაობაზე საგაფიცვო კომიტეტთან მოლაპარაკება დაიწყონ; დაუბრუნონ მშრომელებს წართმეული ხელფასები და ბოლო წლების განმავლობაში არსებული ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით მათი შრომის ანაზღაურება გადაიხედოს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"