ბრიტანეთის პრემირ-მინისტრის, დევიდ კემერონის გამოსვლის ოფიციალური სტენოგრამადან, რომელიც კრემლის ვებ-გვერდზეა განთავსებული, საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება გაქრა.
რუსეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კემერონმა განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთსა და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ბოლომდე შესრულება.
კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ბრიტანელი პრემიერის გამოსვლის სტენოგრამაა გამოქვეყნებული, საქართველოს შესახებ კემერონის გამონათქვამი ამოღებულია, როგორც გამოსვლის რუსულ თარგმანში, ასევე ინგლისურ ტექსტში.
კემერონის გამოსვლის სრული ტექსტი, მათ შორის საქართველოს შესახებ მონაკვეთიც, ბრიტანეთის სამთავრობო საიტებზეა გამოქვეყნებული.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.