წვიმის წყლის გამწმენდი საწვიმარი

წვიმის წყლის გამწმენდი საწვიმარი

ორმა სტუდენტმა - ჰეიონა იანგმა და ჯოშუა ნოუბლმა ლონდონური ამინდებისთვის ზედგამოჭრილი პროდუქცია – საწვიმარი შექმნეს. საწვიმარი წვიმას იწოვს, რის შემდეგაც მას თერმულად ამუშავებს და დასალევ წყლად აქცევს. მისი დალევა საწვიმარზე დამაგრებული მილების მეშვეობით არის შესაძლებელი.

საქმე ის არის, რომ საწვიმარში წყლის გამწმენდი მექანიზმი არის ჩამონტაჟებული. წვიმის წვეთები ჯერ ფილტრაციას გადის, რის შემდეგაც დასალევად გამზადებული წყალი საწვიმარის მხრებთან დამონტაჟებულ ჯიბეებში გროვდება.

სტუდენტების აზრით, საწვიმარი პოპულარული ისეთ ქვეყნებში იქნება, სადაც სასმელი წყლის დეფიციტია.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)