ქართველებმა მოსკოვის ცენტრში ამწე მოიპარეს

ქართველებმა მოსკოვის ცენტრში ამწე მოიპარეს

რუსმა სამართალდამცავებმა ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებმაც მოსკოვის ცენტრში მიმდინარე მშენებლობიდან ამწე მოიპარეს. დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ.

"შეტყობინება გვიან ღამით მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ პერეასლავსკის ქუჩაზე "კამაზის" მარკის ამწე გაიტაცეს. იგი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის კუთვნილება იყო", - აცხადებს რუსულ სააგენტოსთან საუბარში მოსკოველი მილიციელი. მისივე ინფორმაციით, ამწე 2 მილიონ რუბლად იყო შეფასებული. 

ეჭმიტანილები იმავე საღამოს დააკავეს. ისინი ქართველები აღმოჩნდნენ, რომლებმაც მოპარული ამწე ფლობელს დაუბრუნეს.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ