დედაქალაქის მერიიდან ამა თუ იმ საკითხზე ნებართვის აღება სულ უფრო ხშირად ხდება საჭირო. ფანჯრის გამოცვლიდან დაწყებული - ნაგვის გატანით დამთავრებული, ყველაფერს ქალაქის ადმინისტრაციის თანხმობა სჭირდება. როდის და რა შემთხვევაშია საჭირო მერიიდან ოფიციალური ნებართვის აღება, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ პრობლემები და ჯარიმები თავიდან აიცილოთ. თქვენს კითხვებს დედაქალაქის მერია პასუხობს.
გამოგზავნილი შეკითხვები:
მკითხველი ნინო:მაინტერესებს ფანჯრების გამოცვლის წესი. თუ შეიძლება, დაწვრილებით აგვიხსენით, რას ითვალისწნებს ეს კანონი. ანუ ყველა უბნის მაცხოვრებელს ეხება თუ არა? მე პირადად მაქვს ალუმინის ფანჯრები, რომ შევცვალო მეტალოპლასტმასით, და ზომები იგივე დავტოვო, მაინც დამჭირდება ნებართვა მერიიდან?
და კიდევ, ფანჯრებს გარედან კიდეზე ალუმინის რაფები მინდა გავუკეთო (დაახლოებით 10 სმ) წვიმის წყალი ასხამს კედელზე და ცოტა რომ დავიცვა, ამაზეც თუ არის ნებართვა საჭირო? ძალიან გთხოვთ ამ კონკრეტულ შემთხვევებზე გამცეთ პასუხი...გმადლობთ.
არსებული გაბარიტების უცვლელად ძველი ამორტიზირებული ფანჯრების ახლით გამოცვლასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად აღნიშნული სამუშაოები განეკუთვნება შენობა-ნაგებობის რემონტი-შეკეთებას და არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა). ხოლო, რაც შეეხება ალუმინის რაფების მოწყობას, აღნიშნული წარმოადგენს შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების დამატებას, რაც განეკუთვნება I კლასის სამუშაოებს და მისი განხორციელება შესაძლებელია სამსახურის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. წერილობით თანხმობის მისაღებად სამსახურს უნდა მომართოთ განცხადებით და წარმოადგინოთ არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათი; ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საპროექტო ფოტომონტაჟი და ინფორმაცია საპროექტო ფართზე საკუთრების უფლების შესახებ (მესაკუთრის სახელი და გვარი; ობიექტის მისამართი და საკადასტრო კოდი).
მკითხველი ნატო: 10 წლის წინ გადავწყვიტე სახლი და მიწის ნაკვეთი დავაკანონე, მაგრტამ მოხდა შეცდომა. დაკანონებამდე ჩემს ეზოშიო არსებული ერთერთი ნაგებობა, ანუ სახლი, საკადასტრო ამზომველს გამორჩა. როცა დაკანონებული რუქა ავიღე, იქ არ ჩანს კანონიერი სახლი. ეს ახლა აღმოვაჩინე. რა შეიძლება გავაკეთო, რომ კანონიერი სახლი რუქაზე მოხვდეს.
პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დასარეგისტრირებლად უნდა წარადგინოთ დაკანონებული მიწის ნაკვეთის ახალი აზომვითი ნახაზი, რომელზედაც დატანილი იქნება მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
მკითხველი სოფო: მაქვს მიწის ნაკვეთი თბილისის გარეუბანში. მინდა სახლის აშენება. რა პროცედურებთან არის ეს დაკავშირებული, რა ნებართვები მჭირდება და რაც მთავარია, რა ხარჯებს უკავშირდება მშენებლობისთვის მოსამზადებელი პერიოდი?
პასუხად გაცნობებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა განსაზღვრული გამონაკლისებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (წარმოების ვადა – არა უმეტეს 15 დღისა); II სტადია - არქიტექტურული პროექტის შეთანხმება (წარმოების ვადა – არა უმეტეს 20 დღისა); III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა (წარმოების ვადა – არა უმეტეს 10 დღისა). მშენებლობის ნებართვის მისაღებად ასევე შეგიძლიათ აღნიშნული ზოგადი პროცედურისგან განსხვავებით აირჩიოთ ორსტადიანი ადმინისტრაციული წარმოება და I სტადიის წარმატებით გავლის შემდეგ გამარტივებული წესით მოითხოვოთ პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა ერთდროულად (გაერთიანებული II და III სტადია).
რაც შეეხება მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაცნობებთ, რომ ნებართვის ასაღებად კანონმდებლობით გევალებათ მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდა, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე და მისი ოდენობა შეადგენს მოშენების ფართის მიხედვით 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარს. პროექტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს კი განსაზღვრავენ კერძო საპროექტო ორგანიზაციები. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენთვის სასურველ ორგანიზაციას და შეუთანხმდეთ პროექტირების ფასზე.
მკითხველი მიშა: როცა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება მინდა, რაიმე ვადები არის დაწესებული, რომე გარკვეულ დროში უნდა ავაშენო? უფასო პროექტებზეც მსმენია და იქნებ გამიმარტოთ, როგორ უნდა გამოვიყენო ეს პროექტები?
მშენებლობის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მოპოვების შემდეგ. მის გასაცემად მოქმედი კანონმდებლობის თანხმად დადგენილია შემდეგი ვადები: I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (ვადა – არა უმეტეს 15 დღისა); II სტადია - არქიტექტურული პროექტის შეთანხმება (ვადა – არა უმეტეს 20 დღისა); III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა (ვადა – არა უმეტეს 10 დღისა). ხოლო, რაც შეეხება მშენებლობის წარმოების ვადას, იგი განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე თქვენს მიერ წარმოდგენილი მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებელ გონივრულ ვადას. ამასთან, მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, რისთვისაც დამკვეთმა ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს.
რაც შეეხება საჩუქარ პროექტებს, გაცნობებთ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ კონკურსის მეშვეობით შესყიდული იქნა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტები, რომელთა გავრცელებაც ხდება უფასოდ, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემა გამარტივებული I და III სტადიით 3 სამუშაო დღეში. აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად და უფასო პროექტების დასათვალიერებლად/ასარჩევად შეგიძლიათ ეწვიოთ არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდს – არცჰიტეცტ.ტბილისი.გოვ.გე
მკითხველი გენო: ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა საფლავებთან დაკავშირებით, ამბობენ, თბილისში საფლავებზე მოსაკრებელი წესდებაო, ბალზამირება იკრძალებაო, კრემატორიუმი შენდებაო... თუ შეიძლება, გაგვარკვიეთ, დაკრძალვის პროცედურებში რა ცვლილებები და რა ხარჯებია დამატებული?
კრემატორიუმებზე გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა და არც მოსაკრებელი იზრდება ამ ეტაპზე
მკითხველი ნათია: ძალიან მაინტერესებს, თბილისში სილამაზის სალონებს თუ აკონტროლებს რომელიმე უწყება? ვგულისხმობ სანიტარულ წესებს.
მერიის არც ერთი სამსახური სანიტარული პირობების დაცვას არ აკონტროლებს
მკითხველი თემო: სახლში მქონდა რემონტი და დამიგროვდა სამშენებლო ნაგავი. როგორ უნდა მოვიშორი თავიდან, ვის მივმართო და რა დამიჯდება ეს სიამოვნება?
სამშენებლო ნარჩენებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შპს თბილსერვის ჯგუფის ცხელ ხაზს და მიიღოთ კონსულტაცია 2 61 90-50
მკითხველი ალექსანდრე: საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული გვაქვს ეზო და სახლი. გვინდა, რომ ეს ეზოც და სახლიც გავყოთ, ანუ ორ მფლობელზე გავანაწილოთ. როგორ შეიძლება ამის კანონიერად გაკეთება?
უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოთ საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაბამის ფართებზე გამიჯვნის ხელშეკრულებისა და თქვენს საკუთრებაში დასარეგისტრირებელი ფართის ამსახველი აზომვითი ნახაზების საფუზველზე.
მკითხველი მარინა: კერძო ეზოში შესასვლელი ჭიშკრის გამოცვლას ნებართვა ჭირდება? გვინდა, ოდნავ შევუცვალოთ მდებარეობა.
ჭიშკრის შეცვლასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ თუ არსებული ღობისა და ჭიშკრის სიმაღლე არ აღემატება 4 მეტრს, აღნიშნული განეკუთვნება I კლასის შენობა-ნაგებობას/ობიექტს, მისი მშენებლობა/მონტაჟის სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს (წერილობითი თანხმობა) ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახური".
იმისათვის, რომ არქიტექტურის სამსახურმა იმსჯელოს თქვენს მიერ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობაზე (წერილობითი დასტურის გაცემაზე) უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (ობიექტის მისამართი, მესაკუთრ(ებ)ის სახელი და გვარი, საკადასტრო კოდი);
2. არსებული სიტუაციის ამსახველი ფერადი ფოტომასალა (ფასადის ხედის ნათელი ფოტოფიქსაციით გადაღებული შორი მანძილიდან) როგორც ნაბეჭდი, ისე ციფრული სახით ჩაწერილი კომპაქტ-დისკზე JPG ფორმატის ფაილში.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
unda mimarToT sajaro reestris erovnul saagentos da moiTxovoT sakuTrebis uflebis registracia Sesabamis farTebze gamijvnis xelSekrulebisa da Tqvens sakuTrebaSi dasaregistrirebeli farTis amsaxveli azomviTi naxazebis safuzvelze.