განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმა

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაცია განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ ავტორიზაცია გაუუქმდა შპს "თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს", შპს "კავკასიის აკადემიურ ცენტრს", შპს "საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯს".

ცენტრის ინფორმაციით, ”ზემოხსენებულ დაწესებულებებს უარი ეთქვათ, გაუუქმდათ ავტორიზაცია ან შეეცვალათ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი”. შესაბამისად, ამ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მობილობის პროცესში, რისთვისაც 29 სექტემბერს უნდა დარეგისტრირდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.eqe.ge.

ასევე, გაუუქმდათ ავტორიზაცია შპს სასწავლო უნივერსიტეტ "ინტერფარმი +"-ს; შპს "ევროპულ საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს"; შპს დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "იბერია"-ს; შპს "ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს".

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით სტუდენტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მობილობის პროცესში, მაგრამ ვერ მოიპოვეს მობილობის უფლება, ან მოიპოვეს მობილობის უფლება, მაგრამ ვერ მოხვდნენ დაწესებულებების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტში, შესაძლებლობა ეძლევათ, მობილობის პროცესში მონაწილეობის მიზნით, 29 სექტემბერს დარეგისტრირდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.eqe.ge.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია ხდება აბიტურიენტის/სტუდენტის თერთმეტნიშნა პირადი ნომრით. მობილობის უფლების მოპოვების მიზნით სასურველია, აბიტურიენტმა/სტუდენტმა აირჩიოს 5 ფაკულტეტი/პროგრამა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით მნიშვნელოვანია, განაცხადის გაუქმების კოდის დამახსოვრება, რომელიც უნიკალურია და ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთხელ - განაცხადის რეგისტრაციის მომენტში.

მობილობის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომელთა საკონკურსო ქულა შესაბამის პროგრამაზე აღემატება პორტალზე ასახულ მინიმალურ საკონკურსო ქულას. მონაცემები მინიმალური საკონკურსო ქულის შესახებ დინამიკურია და შეიძლება შეიცვალოს ამ პროგრამაზე მობილობის ახალი მსურველების რეგისტრაციისას.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"