დეტექტივი ფრენბურთელზე ქორწინდება

დეტექტივი ფრენბურთელზე ქორწინდება

ლევან ვარშალომიძის შემდეგ სასურველი სასიძოების რიცხვს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივი რამაზ ტყებუჩავა გამოაკლდა.

როგორც შევიტყვეთ, მას დაახლოებით ერთი წელია, საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების წევრი, 19 წლის იანა ზადიმენჩენკო უყვარს და ერთ კვირაში ქორწილიც აქვს დაგეგმილი. იანამ, როდესაც მას დავუკავშირდით, ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა.

- იანა, მართალია, რომ რამაზ ტყებუჩავაზე ქორწინდებით?

- კი, მართალია.

- გილოცავთ, მოგვიყევით როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ერთმანეთი ერთ-ერთ რესტორანში საერთო მეგობარმა გაგვაცნო.

- თქვენი მშობლების აზრი როგორია თქვენი და რამაზის დაქორწინებაზე?

- ჩემს მშობლებს რამაზის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონიათ, პირიქით - ძალიან მოსწონთ. მეც გავიცანი რამაზის მშობლები და აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი და თბილი ხალხია.

- როგორც ვიცი, უკვე ქორწილიც გაქვთ დაგეგმილი.

-  დიახ, 8 ოქტომბერს გადავიხდით ქორწილს ვიწრო წრეში.

-  ბედნიერებას გისურვებთ!

მარიამ ჩიქოვანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"