ებრაული მედიის ცნობით, ისრაელი თბილისზე მასშტაბური ზეწოლის განხორციელებას გეგმავს

ებრაული მედიის ცნობით, ისრაელი თბილისზე მასშტაბური ზეწოლის განხორციელებას გეგმავს

ისრაელი თბილისზე მასშტაბური ზეწოლის განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ გამოცემა "კურსორი" გაზეთ "მაარივზე" დაყრდნობით იუწყება.

თბილისზე აუცილებელი ზეწოლის განხორციელების თაობაზე გამოცემას ებრაელმა მაღალჩინოსანმა პოლიტიკოსმა განუცხადა, რომლის ვინაობაც უცნობია. წყაროს ინფორმაციით, საქმე ეხება ებრაელი ბიზნესმენების, ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის მიმართ საქართველოს ციხეში არასათანადო მოპყრობის საკითხს. ებრაელი მაღალჩინოსნის განცხადებით, საჭიროა თბილისზე მასშტაბური ზეწოლა განხორციელდეს, რაც ადამინის უფლებების დარღვევის გამო საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვას ითვალისწინებს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ციხეში ებრაელ ბიზნესმენებს არასათანადოდ ექცევიან და მათ საკვებად ღორის ხორცს სთავაზობენ. ზეევ ფრენკელი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაახლოებით 10 დღის წინ გადაიყვანეს. მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

ადვოკატი საკუთრი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მდგომარეობის გაუარესებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაცია მას აუცილებელ მედიკამენტებს არ აწვდიდა, რის შედეგადაც ზეევ ფრენკელმა გულის ინფარქტი გადაიტანა.

ებრაელი ბიზნესმენები ზეევ ფრენკელი და რონი ფუქსი გასულ წელს, ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა