"ფაქიზოს" უცნაური თავგადასავალი

"ფაქიზოს" უცნაური თავგადასავალი

"წუხანდელი ღამენათევია, ნენა და ჩეეძინა!" - ასე ამართლებს ოლღა ბებია შუა გზაზე გაშოტილ თავის ძროხას, ფაქიზოს, რომელიც ზურიკელას სწავლა-განათლებას ეწირება მსხვერპლად.

ამ ფოტოზე აღბეჭდილ "ფაქიზოს" შუა გზაზე ნამდვილად არ ჩასძინებია, პირიქით, მოძრაობის წესების უხეში დარღვევისათვის დააპატიმრა პატრულმა.

ეს ფოტო პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ყრუაშვილმა გამოგვიგზავნა და სახუმარო კომენტარიც მოაყოლა:

"პატრულმა ქუთაისში ქურდული მენტალიტეტის ძროხა დააკავა, რომელსაც რძეში ნარკოტიკული შემცველობის ნივთიერება აღმოაჩნდა. ძროხა საპროცესო გარიგების მოლოდინშია. "დედალმა ძროხამ" თავდებად დადგომა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ბაკურ კვეზერელს სთხოვა."

ჩვენ დავუკავშირდით ბატონ გიორგის და უფრო დაწვრილებით გამოვიკვლიეთ დაპატიმრებული "ფაქიზოს" ამბავი:

- ეს ამბავი ქუთაისში მოხდა: როგორც ვიცი, ძროხამ მოძრაობის წესები დაარღვია, პატრულის თანამშრომლებმა კი არც აციეს, არც აცხელეს და ძროხა იქ მიაბრძანეს, სადაც ჯერ არს.

- შემდეგ რა მოხდა?

- ის, რაც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე - საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და თანხა ძროხის პატრონმა უნდა გადაიხადოს.

- ანუ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ძროხა დაჯარიმებულ პატრონს დაუბრუნეს?

- რასაკვირველია. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა და დაპატიმრებული ძროხა მფლობელს დაუბრუნდა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კარგად ვიხალისე ამ ფოტოს ნახვისას, იმედი მაქვს, რომ მკითხველიც ჩემსავით იხალისებს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"