ახალი "პორშე 911" - ყველაზე პოპულარული ავტომობილი ფრანკფურტის შოუზე

ახალი "პორშე 911" - ყველაზე პოპულარული ავტომობილი ფრანკფურტის შოუზე

ფრანკფურტის 64-ე მოტორ-შოუ ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა წლევანდელ საავტომობილო ფორუმებს შორის. ასზე მეტი პრემიერა, უამრავი საინტერესო კონცეპტუალური ავტომობილი და სერიული მოდელი. "ფოლკსვაგენის" და "აუდის" მიერ შექმნილი "ქალაქები", სადაც ამ კომპანიების უამრავი ახალ ავტომობილის არა მარტო ნახვა, არამედ ტესტირებაც კი იყო შესაძლებელი.

და მაინც, გამოფენას ერთი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავდა, რომელიც როგორც გაირკვა, ინტერნეტ სივრცეში (საიტებზე, სოციალურ ქსელსა და ბლოგებზე) ყველაზე მეტი პუბლიკაციის ობიექტი გახდა. ამ ვარსკვლავს ახალი (მეცხრე თაობის) "პორშე 911 კარერა" ჰქვია.

ანალიტიკაზე სპეციალიზებულმა მედიის მონიტორინგის ბრიტანულმა კომპანია "კანტარ მედია პრესიზმა", გამოფენის ინტერნეტით გაშუქების მონიტორინგი ჩაატარა და დაადგინა, რომ "პორშეს" უახლესი ავტომობილი, სახელად "911 კარერა", ფრანკფურტში ყველაზე განხილვადი ექსპონატი იყო. იმავე გამოკვლევის მიხედვით, გამოფენის მეორე ყველაზე პოპულარული ავტომობილია "მერსედეს ბენცის" ახალი B-კლასი, მესამეზე კი "ბეემვეს" კონცეპტუალური ელექტრომობილი i3 გავიდა. ხუთეულში ასევე შევიდნენ "აუდის" კონცეპტუალური ელექტრომობილი "ურბანი" და "ფორდის" კონცეპტი "ევოს".

სტატისტიკის მიხედვით, გამოფენის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში, ინტერნეტში მის ექსპონატებზე სულ 19 549 ნიუსი დაიწერა. სოციალურ ქსელში კი 5 666 ჩანაწერი გავრცელდა. აქედან ინფორმაციის 59 პროცენტი გამოფენის პრესის დღეებამდე გამოქვეყნდა, დანარჩენი კი - 13-14 სექტემბერს, პრესკონფერენციების შემდეგ.

იხილეთ ბმული

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)