ომაიმა არი ნელსონი, რომელმაც 56 წლის მეუღლე ფილიპი მოკლა, მოხარშა და შეჭამა, შეწყალებას ითხოვს. ომაიმამ დანაშაული 20 წლის წინ ჩაიდინა და ამჟამად სასჯელს კალიფორნიაში, ჩაუჩიმას ციხეში იხდის. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ომაიმა ამბობს, რომ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ქმარმა ის გააუპატიურა და დასცინა. ქალმა ქმარი ქორწილიდან ერთ კვირაში მიირთვა. საქმის მასალების მიხედვით, ომაიმამ ქმრის სხეულის ნაწილი მოხარშა, ნაწილი კი შეწვა. პოლიციამ ქალი მას შემდეგ დააკავა, რაც ქალაქ კოსტა მესაში კანიბალის სახლთან ნაგვის ყუთში და მის ავტომობილში ადამიანის დანაწევრებული სხეული აღმოაჩინა.
ომაიმა ნელსონი ეგვიპტის მკვიდრია. ის აშშ-ში დანაშაულის ჩადენამდე 5 წლით ადრე ჩავიდა. ეგვიპტეში მას წარმატებული მოდელის კარიერა ჰქონდა.
კოსტა მესას პოლიციის უფროსი იმედოვნებს, რომ შტატის ხელისუფლება კანიბალს არ გაათავისუფლებს.
მომზადებულია MIGnews.com-ის მიხედვით.