გიგი წერეთელს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება უჭირს

გიგი წერეთელს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება უჭირს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიგი წერეთელს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, შექმნას საკუთარი პოლიტიკური პარტია, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა უჭირს.

როგორც "ინტერპრესსნიუსს" გიგი წერეთელმა განუცხადა, ნებისმიერი ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია და გადაწყვეტილებებს შეხედულებისამებრ იღებს. წერეთელმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაზე მხოლოდ და მხოლოდ კარგი სმენია. წერეთელი ხაზს უსვამს, რომ არის მაგალითები, როდესაც ადამიანი ბიზნესში არის წარმატებული, მეტი ძალაუფლება უნდა და პოლიტიკაში მოსვლაც სურს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, ადამიანი გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა და ბევრი უსიამოვნო რამის მოსმენაც მოუწევს.

კითხვაზე, აღიქვამს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს კონკურენტად და შეცვლის თუ არა პოლიტიკურ გარემოს მისი პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა, წერეთელი პასუხობს, რომ სანამ არ იქნება ცნობილი ივანიშვილის პარტიის დოქტრინა, რაიმე კომენტარის გაკეთება ნაადრევია.

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

"მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ეს არის ამონარიდი მისი განცხადებიდან, რომელიც "ქართუჯგუფის" პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის განცხადების სრული ტექსტი 7 ოქტომბერს გავრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა