ბელგიის პოლიცია ოთხ დამნაშავეს ეძებს, რომლებმაც დღეს ქალაქ ანდენის ციხიდან გაქცევა მოახერხეს .
ადგილობრივი მედიის ცნობით, გაქცეულმა პატიმრებმა თან ორი მძევალი ქალიც აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პატიმრებმა გაქცევა ციხის ფურგონით მოახერხეს.
მსჯავრდებულებმა საპატრიმროს ორი თანამშრომელი ქალბატონი სამართებლის მუქარით აიყვანეს, რის შედეგადაც მძევალთაგან ერთ-ერთმა სხეულზე ჭრილობები მიიღო. სამართალდამცველებმა გაქცეულების დაკავება ჯერ ვერ მოახერხეს.