53-ე სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ

53-ე სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ

53-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელები და მათი მშობლები სკოლის დირექტორთან შეხვედრის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

მოსწავლეები და მშობლები სკოლის დირექტორის ტარიელ შავიშვილის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, სკოლიდან მე-11 კლასელები, ირაკლი მჭედლიშვილი და მიხეილ ალექსიძე გაირიცხნენ.

გარდა ამისა, მშობლების ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულინგობის მუხლით. მშობლებისა და ბავშვების განცხადებით, გარიცხვის მიზეზი იყო შელაპარაკება ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის, რის შემდეგაც ბავშვები გაკვეთილიდან გამოაგდეს. ისინი დაინახა სკოლის დირექტორმა ტარიელ შავიშვილმა და მიიღო მათი გარიცხვის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას, ბავშვები დაიკითხნენ და მათ წინააღმდეგ, როგორც მშობლები აცხადებენ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

დღევანდელი აქციის მონაწილეები სიტუაციის დაძაბვაში ახლად დანიშნულ დირექტორს ტარიელ შავიშვილს ადანაშაულებენ, რომელმაც არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.

საპროტესტო აქციაში 30-მდე ბავშვი და რამდენიმე მშობელი მონაწილეობს. ისინი დირექტორთან შეხვედრას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"