შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფულზე.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მათ თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) .
საქმეს ძველი თბილისის რაიონული სამმართველო იძიებს.
იხილეთ
ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირები ამ დროისთვის გათავისუფლებულები არიან
იხილეთ ასევე