ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ტექსტი ჟურნალისტებს ბიზნესმენის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ გააცნო.

"საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია, აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. 2011 წლის 18 ოქტომბერს, 17.00 საათზე განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა ბანკ "ქართუზე", რომელიც ბიზნესმენ ივანიშვილს ეკუთვნოდა. "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისიდან გამოსულ ბანკ "ქართუს" ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სპეცდანიშნულებისა და პოლიციის თანამშრომლები, იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს ბანკი "ქართუს" ექვსი თანამშრომელი და წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა "ქართუს" საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით თანხა. ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი აქვს ძალადობრივ აქტს. ქმედება განხორციელებულია საქართველოს კონსტიტუციისა და ყველა საერთაშორისო ნორმის ფეხქვეშ გათელვით", - ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის გუნდი მოითხოვს დაკავებული პირების სასწრაფოდ გათავისუფლებას და ბანკი "ქართუს" ქონების დაბრუნებას.

"აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნის უპრეცედენტო ფაქტს. მივმართავთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუყონებლივი რეაგირებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული არიან ბანკი "ქართუს" თანამშრომლები, მოლარეები – ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი, ინკასატორები – არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი.

იხილეთ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

იხილეთ ასევე

ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირები ამ დროისთვის გათავისუფლებულები არიან

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა