რამდენიმე მილონი დოლარისა და ევროს გათეთრების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირები ამ დროისთვის გათავისუფლებულები არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, არც ერთი პირი დაკავებული არ არის, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კიდევ რამდენიმე ადამიანს დაკითხავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით(განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება). საქმეს ძველი თბილისის რაიონული სამმართველო იძიებს.
აღნიშნულ ფაქტს კი ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ბიზნესმენის წინააღმდეგ აგრესიულ და კრიმინალურ შეტევად აფასებს. "აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნის უპრეცედენტო ფაქტს. მივმართავთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუყონებლივი რეაგირებისთვის", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის გუნდი მოითხოვს დაკავებული პირების სასწრაფოდ გათავისუფლებას და ბანკი "ქართუს" ქონების დაბრუნებას. მათი ინფორმაციით, დაკავებული არიან ბანკი "ქართუს" თანამშრომლები, მოლარეები – ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი, ინკასატორები – არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი. პრესსამდივნოს ცნობით, დაკავების ოპერაცა დღეს, 17.00 საათზე განხორციელდა. კერძოდ, ბანკი "ქართუს" ინკასაციის მანქანას ძალოვანი უწყების წარმომადგენლები "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისიდან გამოსვლის შემდეგ
იხილეთ