ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის სამშენებლო პროექტის დეტალები

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის სამშენებლო პროექტის დეტალები

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის დიზაინერი შინ ტაკამაცუ, რომელიც კონკურსის შედეგად შეარჩიეს, სამშენებლო პროექტის დეტალებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

დიზაინერ შინ ტაკამაცუს განცხადებით, ბიზნეც-ცენტრი ”ერთგვარი ციხესიმაგრეა”. კლიენტმა მისი მშენებლობისას უსაფრთხოების საუკეთესო სისტემა მოითხოვა.

შინ ტაკამაცუ აღნიშნავს, რომ დიზაინზე მუშაობისას მან "გაძლიერებული ფორმების მეთოდი" გამოიყენა, რომელიც შენობის ფასადში მეტალის დეტალების დატანებას გულისხმობს.

შინ ტაკამაცუს თქმით, ეს არ არის მხოლოდ ოფისი. შენობა, რომელიც თბილისს გადმოყურებს, მრავალფუნქციურია. მასში მისაღები სახლი, დიდი და პატარა საკონფერენციო დარბაზები, გახსნილი ტენისის კორტი, რელაქსაციისთვის განკუთვნილი სივრცე, მრავალფუნქციური დიდი დარბაზი და გიგანტური საცხოვრებელი ფართია განლაგებული.

თავად შენობა 4192 მეტრ ფართობს მოიცავს, ხოლო მთლიანი კომპლექსი 16768 მეტრზეა განლაგებული.  მშენებლობა 2007 წელს დასრულდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია takamatsu.co.jp-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"