პატრიარქმა ადამიანებს ერთმანეთის გაფრთხილების, სიყვარულისა და დახმარებისკენ მოუწოდა

პატრიარქმა ადამიანებს ერთმანეთის გაფრთხილების, სიყვარულისა და დახმარებისკენ მოუწოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ადამიანებს ერთმანეთის გაფრთხილების, სიყვარულისა და დახმარებისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა .

"ადამიანი საოცრებაა. ის შექმნილია ხატად ღვთისა. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი, დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან არ არის გამორიცხული, მომავალში შენ თვითონ იქნები გაჭირვებული და შენც დაგჭირდება სხვისი დახმარება", - აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქის განცხადებით, ყველაზე დიდი ფასეულობა დედამიწაზე არის ადამიანი. მისივე თქმით, ვინც მოწყალებას გასცემს, ის ღმერთის მიერ იქნება შეწყალებული. "ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, ფიზიკურადაც ეხებიან, ამცირებენ. ეს არის უდიდესი ცოდვა და ღმერთი ადამიანს ამ ცოდვას მოკითხავს. მინდა გთხოვოთ ყველას მეტი სიყვარული, მეტი თავმდაბლობა, მეტი ყურადღება მიაქციოთ ერთმანეთს", - აღნიშნა ილია მეორემ.

უწმინდესის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები ერთმანეთს უპირისპირდებიან. პატრიარქის თქმით, პირველ რიგში ეს არის ცუდი აღზრდის შედეგი და ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი დამნაშავე მშობელია.

უწმინდესის განცხადებით, ძალიან დიდია განსხვავება მის ბავშვობასა და დღევანდელ საქართველოს შორის. "ჩემს ბავშვობაში როცა ადამიანი დაიღუპებოდა, თითქოს ცა ჩამოიქცეოდა ხოლმე, დღეს კი როცა ადამიანი გარდაიცვლება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თითქოს არაფერი მომხდარა",-დასძინა ილია მეორემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"