18 ქართველი ებრაელი ოჯახის ამბავი ისრაელის სასკოლო სახელმძღვანელოში შევა

18 ქართველი ებრაელი ოჯახის ამბავი ისრაელის სასკოლო სახელმძღვანელოში შევა

ქართველ ებრაელთა ისტორია ისრაელის სასკოლო სახელმძღვანელოებში შევა. ქნესეთში გამართულ ქართველი რეპატრიანტებისადმი მიძღვნილ სხდომაზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ქართველი ებრაელების "18 ოჯახის ამბავი" ისრაელის სასწავლო გეგმაში უნდა გაიწეროს.

ისტორია თბილისელ ებრაელებს უკავშირდება. 18-მა ებრაულმა ოჯახმა საბჭოთა მმართველობის პერიოდში 1969 წელს უპრეცედენტო გამბედაობა გამოიჩინა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას წერილი გაუგზავნა. თბილისელი ებრაელები ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციას ითხოვდნენ.

საბჭოთა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა ებრაელი მოსახლეობის ისრაელში გადასახლების პროცესი შეეფერხებინა, ამიტომ 18 ოჯახის გადადგმული ნაბიჯი დიდი გამბედაობა იყო. მათ პირველებმა დაამტკიცეს, რომ საბჭოთა ებრაელებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სურდათ.

მას შემდეგ საბჭოთა რესპუბლიკების ძალიან ბევრმა ებრაულმა სათვისტომომ გაბედა და რეპატრიაციისთვის ბრძოლას შეუერთდა. საბოლოოდ, ქართველ ებრაელთა წერილმა უზარმაზარ საპროტესტო აქციას - "გაუშვი ჩემი ხალხი", დაუდო სათავე, რომელიც 70 წლებისთვის საბჭოთა ებრაელების მასობრივი რეპატრიაციით დასრულდა.  იმ დროს საქართველოდან ისრაელში 30 000 ებრაელი დაბრუნდა.

ამ დროისთვის ისრაელის ქნესეთში რამდენიმე ქართველი ებრაელი მოღვაწეობს.

ერთ-ერთ მათგანის, ქნესეთის დეპუტატის ნინო აბესაძის განცხადებით, მართალია საქართველოდან რეპატრირებული ებრაელები მთელი მოსახლეობის 1%-ს შეადგენენ, სამაგიეროდ მათი წარმომადგენლები ქნესეთში დანარჩენ სათვისტომოებს ორჯერ აღემატებიან.

მომზადებულია aen.ru-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"