ID ბარათების მიღების მსურველებისთვის ამ დრომდე 72 000–მდე ელექტრონული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა დაიბეჭდა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ID ბარათების გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო. საქართველოში სულ ოთხი ტიპის ID ბარათი გაიცემა: საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა ლტოლვილისათვის.
ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არ არის სავალდებულო, ძველი მოწმობები ვადის გასვლამდე ძალაში რჩება, თუმცა ახალი დოკუმენტების აღების შემთხვევაში მოქალაქე მიიღებს ID ბარათს. ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია.
ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.