ნიკიტა მიხალკოვი საქართველოს ევრაზიულ კავშირში ”ექაჩება”

ნიკიტა მიხალკოვი საქართველოს ევრაზიულ კავშირში ”ექაჩება”

ევრაზიის კავშირი საქართველოს გარეშე ღარიბი იქნება, - განაცხადა ცნობილმა რუსმა რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა ასტანაში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

"წარმოიდგინეთ, შეიქმნას ევრაზიული კავშირი და მასში საქართველო არ შევიდეს. ერთმანეთის გარეშე რას გავხდებით? ჩვენი ურთიერთსაჭიროება მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს, მე პირადად, ქართული იუმორი ძალიან მაკლია", - განაცხადა რეჟისორმა.

მისი თქმით, ევრაზიელობა არა მხოლოდ კონტინენტურ, არამედ ცივილიზაციურ ხასიათსაც ატარებს.

ევრაზიის კავშირის შექმნის იდეა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გაზეთ "იზვესტიაში" სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - "ახალი საინტეგრაციო პროექტი ევრაზიისთვის - მომავალი, რომელიც დღეს იბადება". რუსი პრემიერის პროექტს დასავლეთში უკვე უწოდეს საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა.

ასტანაში ევროპული და აზიური მედიასაშუალებების მე-6 ფორუმი მიმდინარეობს. მასში დსთ-ის გარდა, საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

მომზადებულია trend.az-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა