დიღომში თბილისის ახალი უბანი გაშენდება

დიღომში თბილისის ახალი უბანი გაშენდება

დიღომში, რამდენიმე ასეულ ჰექტარზე თბილისის ახალი უბანი გაშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კომპანია ”რაკიინის” სავაჭრო ცენტრის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი უბნის მშენებლობა დიღმის ე.წ ჭალების ტერიტორიაზე დაიწყება.

"ჩვენ ვქმნით ახალ თბილისს თბილისის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ აქ შემოვიყვანთ მეტროპოლიტენს და ამ მხარეს დაუკავშირდება ხიდით. ეს არის თბილისისთვის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც შექმნილა ოდესმე", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გაიხსნა ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი საქართველოში."ვინ თქვა, რომ ჩვენ ზედმეტს ვტრაბახობთ. აი, რისი აშენება შეძლებია საქართველოს. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ თბილისში, დაიმახსოვროს ყველა ურწმუნო თომა სნობმა, გაიხსნა ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი საქართველოში და ეს გავაკეთეთ ჩვენ, ქართველებმა, რა თქმა უნდა, ინვესტორებთან ერთად. ამის შემდეგ, ვინც თბილისზე და საქართველოზე იტყვის, რომ გვეყო რას ვტრაბახობთ, რას ვიწონებთ თავს, აიღოს დიდი, დიდი დოქი, შეუშვიროს ონკანს და დალიოს ცივი წყალი მიუხედავად სიცივისა," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

”რაკიინის” ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნასა და უბნის პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავაც ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"