მჯდომარე ცხოვრების წესი ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს

მჯდომარე ცხოვრების წესი ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს

საოფისე სამსახურით დაკავებულ ადამიანებს, რომლებსაც დღე-ღამეში 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჯდომა უწევთ, სერიოზული დაავადებები ემუქრებათ. კანადელი მეცენიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მჯდომარე ცხოვრების წესი ონკოლოგიურ დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებსა და დიაბეტს იწვევს. 

მედიკოსთა ჯგუფი, რომელსაც ონტარიოს კვლევითი ცენტრის პროფესორი, მარკ ტრემბლი ხელმძღვანელობს, აფრთხილებს ყველას, ვისაც 6 საათზე მეტი ხნით უწევს ერთ ადგილას ჯდომა, რომ 15 წლის განმავლობაში ამ ადამიანების გარდაცვალების შანსი 40%-ით მატულობს. 

პრობლემის სერიოზულობის გამო კანადელმა ექსპერტებმა მსოფლიოში პირველი სამედიცინო ქსელი დააარსეს, რომელიც მჯდომარე ცხოვრების წესის პრობლემებს შეისწავლის. მასში უკვე გაერთიანდა 100 მკვლევარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  

"თემა მეტ ჩაღრმავებას მოითხოვს. განსაკუთრებით ყურადღებით არის შესასწავლი მჯდომარე ცხოვრების წესის ონკოლოგიურ დაავადებებთან კავშირი", - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ფრიდენრეიხმა. მისი თქმით, ფიზიკური აქტივობა სხვადასხვა სიმსივნურ პროცესებს 10%-30%-ით აფერხებს, თუმცა დღეში 30-წუთიანი ვარჯიშს ის საკმარისად არ მიიჩნევს.

"ჯერჯერობით არ გვაქვს მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნა, რამდენი დროა საჭირო დღიური ფიზიკური დატვირთვისთვის, რომ საოფისე სამსახურით დაკავებული ადამიანების ჯანმრთელობა მეტ-ნაკლებად დავიცვათ", - აცხადებს ფრიდენრეიხი.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"