"ნაციონალური მოძრაობა", ისევე როგორც სხვა პარტიები, მომავალი არჩევნებისთვის ემზადება და ყველაზე ცხელი თემა, ცხადია, საარჩევნო სიაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისეთ ცნობილ მჭევრმეტყველებს, როგორებიც გოკა გაბაშვილი, პალიკო კუბლაშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არიან, სიაში მოხვედრა გარანტირებული აქვთ..
დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ დადებითად გადაწყვეტილა მომავალ პარლამენტართა რიგებში ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლის ჩაწერაც. ამბობენ, რომ ამ პროცესს გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, რომელიც დაჟინებით ეძებს "ახალ ფეისებს", ანუ პოპულარულ სახეებს, რომელთა შორის არიან მსახიობი, შოუმენი და ექიმი ოთარ ტატიშვილი, აგრეთვე, ჟურნალისტი მიშა თავხელიძე. კულუარული ინფორმაციით, ორივე თანახმაა, საზოგადოებას ამჯერად პოლიტიკოსის ამპლუაში მოევლინოს.
ოთარ ტატიშვილთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მიხეილ თავხელიძემ კი გვითხრა: "ვინ ავრცელებს ამ ხმებს? ისე, სასიამოვნოა, თუ საზოგადოებას ჩემზე ასეთი დიდი წარმოდგენა აქვს".
ნინო კვიტაშვილი
იხილეთ ვიდეო
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)