პატიმრობაში მყოფი ლალი მოროშკინა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
როგორც ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა მოროშკინას ადვოკატმა თამარ გოჩელაშვილმა განაცხადა, ლალი მოროშკინა დანაშაულს აღიარებს, თუმცა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან მოსამართლეს შეეძლო ადმინისტრაციული სასჯელი პატიმრობის ნაცვლად. ფულადი ჯარიმით განესაზღვრა.
ადვოკატის განცხადებით, ლალი მოროშკინა მოსამართლის გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს. მისი თქმით, მოროშკინა მიიჩნევს, რომ რაც მოხდა "ნანუკას შოუს" ჩაწერისას, წინასწარ იყო დაგეგმილი.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ლალი მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება "ნანუკას შოუს" ჩაწერისას განვითარებულ მოვლენებს, როდესაც მოროშკინამ გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს თაკო ფხაკაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თაკო ფხაკაძის ცნობით, მოროშკინა თავს მაშინ დაესხა, რაც გაზეთ "პრაიმ ტაიმის" კვლევის შედეგად, ნომინაციაში "უგემოვნო ქალი" მოხვდა.
თავად მოროშკინა კი აცხადებს, რომ "ნანუკა შოუს" ჩაწერისას პროვოკაცია მოუწყვევს.